დილის რადიო

30 ივნისი 2025, 10:37 25 ნახვა

დილის რადიო

30 ივნისი,  ორშაბათი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ, რომელიც კობა ფარტენაძემ მიგვაწოდა

#30 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღე. #დღეს დიდი მხედართმთავრის, ქრისტიანობისათვის წამებული რაინდის წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა #30 ივნისი სოციალური მედიის საერთაშორისო დღეა #30 ივნისს აღინიშნება ასტეროიდის საერთაშორისო დღე. #30 ივნისით დათარიღებული სხვა ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით

#სპორტული სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #შვედეთის ქალაქი მალმიო 9-13 ივლისს WUKF-ის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. როგორ მიდის მზადება და როგორია მოლოდინები ?

#დილის რადიოს სტუმრები: გოჩა სურმანიძე - საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ნიკა ჯანაშია - კარატისტი

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით მსოფლიოში ცნობილი სტატუების შესახებ

#Starlive - საფეხბურთო მატჩების AI ანალიტიკისა და ტრანსლაციის პლატფორმა -ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“. #რუბრიკის სტუმარი: ზვიად გაბედავა; Starlive-ის დამფუძნებელი;

რუბრიკა „აჭარის რადიოს ოქროს ფონდი“. დღეს ეთმობა ჩანაწერს, რომელიც 1978 წელსაა გაკეთებული.  პაოლო იაშვილის ლექსს "ერთი კვირა" კითხულობს მსახიობი ამირან ტაკიძე.

#,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი' იწყებს ახალგაზრდების შერჩევას პროექტისთვის ,,ახალგაზრდა ელჩები ევროპისთვის"

#დილის რადიოს სტუმარი: ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე რამინ მაჭარაშვილი

#რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდი ევროპის საგუნდო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის დანიაში მიემგზავრება

#დილის რადიოს სტუმრები: რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორმაისტერი მაგდა მათითაიშვილი , გოგონათა გუნდის წევრები მართა სიჭინავა და ნანა მამულაიშვილი 

ამინდის პროგნოზი