დილის რადიო
23 ივნისი ორშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან
#23 ივნისს აღინიშნება ქვრივთა საერთაშორისო დღე #23 ივნისი გაეროს საჯარო სამსახურის საერთაშორისო დღეა #20-წლიანი სამუშაოების შემდეგ, დღეს ვერა ს.რუბინის ობსერვატორიის პირველ გადაღებულ ფოტოებს ვიხილავთ. ობსერვატორია ჩილეში აშენდა და ის უდიდესი ციფრული კამერითაა აღჭურვილი.
23 ივნისით დათარიღებული სხვა ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით
#სპორტული სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში გაიმართება მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხავდასხვა სპორტული ღონისძიება. როგორია განრიგი და რა სპორტული აქტივობები გაიმართება ჩვენს ქალაქში ?
#დილის რადიოს სტუმარი: ჯონი ცივაძე - აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
#შემეცნებითი ბანაკები
#დილის რადიოს სტუმარი: ნინო ლომაია- ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი
#პროფესიული პორტფოლიოს მნიშვნელობა-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“. რუბრიკის სტუმარი: ბექა ბარბაქაძე, "ბრაითფლოუ"-ს თანადამფუძნებელი
#ზღვის წყლის ხარისხის კვლევები
#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე კობა კუპატაძე
რუბრიკა „აჭარის რადიოს ოქროს ფონდი“ გამოჩენილ ქართველ მსახიობსა და პედაგოგს, ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელს - აკაკი ხორავას დაეთმობა . დღეს მისი გარდაცვალებიდან 53 წელი გავიდა. რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან შემოგთავაზებთ უნიკალურ ჩანაწერს. რომელიც 1971 წელსაა გაკეთებული, ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ აკაკი ხორავას საიუბილეო საღამოზე .
ამინდის პროგნოზი