დილის რადიო

16 ივნისი 2025, 10:55 91 ნახვა

დილის რადიო

16 ივნისი ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან 

#დღეს ეტრე-პავლობის მარხვა იწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.#16 ივნისს აფრიკული ერთობის ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში აღინიშნება „აფრიკელი ბავშვის საერთაშორისო დღე“ #16 ივნისით დათარიღებული სხვა ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით

#სპორტული სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ბათუმმა პულში აჭარის თასის გათამაშებას უმასპინძლა . EEBC-ის მიერ ტურნირისთვის Best of the East-ის კატეგორიის მინიჭებით სარეიტინგო გახდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორ ჩაიარა აჭარის თასმა და როგორ მიდის მზადება თავისუფალ პირამიდაში ევროპის ჩემპიონატისთვის ,რომელიც ჩვენს ქალაქში ივლისის თვეში გაიმართება ? 

#დილის რადიოს სტუმარი: თემურ კახიძე - აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი 

„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა 

#პროექტი “FOODWISE” და აქტივობები , რომელიც მის ფარგლებში ხორციელდება

#დილის რადიოს სტუმარი: ზვიად ელიაზიანი-საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის" თავმჯდომარე  #პროექტს “FOODWISE” აღნიშნული ორგანიზცია ახორციელებს ევროკავშირის თანადაფინანსებით 1

# "ბაროკოს ეპოქის მუსიკა" ლექცია -კონცერტი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

#დილის რადიოს სტუმარი : ხათუნა მანაგაძე -მუსიკოლოგი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

#"მემამულე" - ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი აგრო ასისტენტი-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ . #რუბრიკის სტუმარი : ალექსანდრე ქიტუაშვილი - სტარტაპ "მემამულეს" თანადამფუძნებელი;

ამინდის პროგნოზი