დილის რადიო

06 მაისი 2025, 10:13 43 ნახვა

დილის რადიო

6 მაისი . სამშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ 

გადაცემის ანონსი: 

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

6 მაისით დათარიღებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ ვისაუბრებთ

SATISFAQTION- ჯგუფის THE ROLLING STONES აფეთქების დასაწყისი-ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება # 8 მაისს ‘’თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ ისტორიულ მატჩს გამართავს. მოგების შემთხვევაში ქართველი ხელბურთელები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. როგორია მოლოდინები და შანსები ?

#დილის რადიოს სტუმარი: რეზო ჭანტურია - ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი

# მარეთობა 2025

სახალხო დღესასწაული დღეს ოლადაურში, ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერში გაიმართება

#დილის რადიოს სტუმარი: ფრიდონ დავითაძე -შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

#დღეს სალომე ბეჟანიძის  რუბრიკის  „მარსელ პრუსტის კითხვარი“ სტუმარია  საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ანანო ფაღავა , რომელიც ქმნის თავის რეალობას, გონების ძალით და ახორციელებს წარმოსახულს - საკუთარი ხელებით .. "ყველაფერი შეგვიძლია შევქმნათ, ლიმიტი არ აქვს არც გონებას, არც წარმოსახვას , არც ჩვენ არსებობას... "

#"დებატ ბანაკი", რომლის მიზანია დებატების ტექნიკისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება

#დილის რადიოს სტუმარი: მარიამ სალუქვაძე- ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის უფროსი

# დღეს დილის რადიოში ცნობილ ლაზ პოეტს, ენათმეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს    იაშა თანდილავას შეხვდებით . წლევანდელი წელი ბატონი იაშასთვის საიუბილეოა, მას 75 წელი შეუსრულდა,ორიოდე დღის წინ, ბათუმობის დღესასწაულზე კი იაშა თანდილავას საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა.

გადაცემის მიწურულსკვლავ კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება ამინდის უტყუარი პროგნოზით