დილის რადიო

24 აპრილი 2025, 12:04 112 ნახვა

დილის რადიო

24 აპრილი ხუთშაბათი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

#24 აპრილი ლაბორატორიული ცხოველების დაცვის მსოფლიო დღეა. 24 აპრილით კიდევ სხვა არაერთი ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული, მათ შესახებაც მოგიყვებით 

თამარ ორაგველიძის რუბრიკა „ბათუმური დღიურები“ დღეს დაეთმობა დავით კლდიაშვილის მოგონებებს ბათუმზე

რუბრიკაში კინომუსიკა დღეს გავიხსენებთ ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელიც ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაიაა. მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა . ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, დღეს რეზო ჭეიშვილს 92 წელი შეუსრულდებოდა

#მიწის ნაკვეთის არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოსტანი ვერ გექნება. აივანზეც მშვენიერი ბაღ-ბოსტნის გაშენებაა შესაძლებელი. სოფო დარჩიას #რუბრიკაში რადიორჩევები აგრონომი ლელა ბაბულეიშვილი ბოსტნის მოვლის შესახებ საინტერესო რჩევებს გაგიზიარებთ აგრონომი ლელა ბაბულეიშვილი 

#შემოქმედებითი პროექტები, ახალი შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები #აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსები

#შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი # ფესტივალების საგრანტო კონკურსი

#დილის რადიოს სტუმარი: ნათია ბლაგიძე-აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 

#ოდრის ცეკვა - ანჯელო ბანდალამენტის ჯადოსნური ბალანსი სინაზესა და იდუმალებას შორის. -ამ თემას ეთმობა დღეს რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“

სპორტის სიახლეები სეო წილოსანისგან 

ამინდის პროგნოზი