დილის რადიო

22 აპრილი 2025, 15:51 202 ნახვა

დილის რადიო

22 აპრილი        ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 22 აპრილია . სამშაბათი 20 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა იზეიმა. . წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა ერთმანეთს დაემთხვა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანები, მათ შორის მართლმადიდებლები და კათოლიკეები, აღდგომას ერთ დღეს არარეგულარულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ. აღდგომის დღესასწაული  ერთი კვირის მანძილზე გრძელდება და ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. გუშინ, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საფლავთა კურთხევა აღნიშნა. დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათია . 

გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძისგან გავიგებთ

22 აპრილით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება, მათ შესახებ ვისაუბრებთ

#ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში: ფრანგული ‘’პარი სენ ჟერმენი’’ , ესპანური ‘’ბარსელონა’’ , იტალიური ‘’ინტერი’’ და ინგლისური ‘’არსენალი’’ ითამაშებს.

#სეო წილოსანი სპორტულ ჟურნალისტ ზურა დიასამიძესთან ერთად შეაჯამებს ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრებს და ნახევარფინალური მატჩების მოლოდინებზე ისაუბრებს 

რუბრიკა „მუზეუმი“ დღეს დაეთმობა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „მეთევზე“

#რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ქართველ პოეტსა და პროზაიკოსს არჩილ სულაკაურს გავიხსენებთ .

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან ერთ ჩანაწერს შემოგთვაზებთ,რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა გაკეთებული

#ბობ მარლის ისტორიული კონცერტი და შერიგების მცდელობა-ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რყბრიკა „არტფაილი“

#ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საგაზაფხულო კონცერტების სერია

#დილის რადიოს სტუმრები: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პიარ სპეციალისტი ხათუნა ჩხარტიშვილი და საოპერო დასის სოლისტი ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე

#სალომე ბეჟანიძის რუბრიკა „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს მუსიკოს ვაჟა ტუღუშს მასპინძლობს

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება