CAMILA MEZA - მრავალფეროვნება
კამილა მესა არაა ჯილდოებში გახვეული მუსიკოსი, მისი სახელი არ ჩნდება ხშირად ქრესტიომათიული ჯაზ გამოცემების გარეკანზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა. მისი მუსიკა მრავალ გავლენას იტევს და ასევე ჟანრობრივადაც სხვადასხვა ტერიოტირიაზეა განფენილი - პოპულარული მუსიკა, ჯაზი, ლათინოამერიკული წიაღსვლებითა და ფოლკლორით.