დილის რადიო

09 ოქტომბერი 2024, 10:29 547 ნახვა

დილის რადიო

9 ოქტომბერი  2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება . გადაცემის ანონსი.

ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან 

#მართლმადიდებლური ეკლესია დღეს აღნიშნავს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს. 9 ოქტომბერი ფოსტის მსოფლიო დღეა, დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა ჯონ ლენონს.  9 ოქტომბრით დათარიღებული კიდევ არაერთი ფაქტისა და მოვ ლენის შესახებ მოგიყვებით

#ძილის რა დარღვევები გვხვდება ბავშვებში?-ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად  ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქალთა შორის ბათუმური წყვილები დაუპირისპირდნენ. საქართველოს ჩემპიონი ‘’ბათუმის’’ ფრენბურთელები ანკა თვაურისა და ჯული სანაძის წყვილი გახდა. როგორია კლუბის სამომავლო გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმარი: ბადრი შამილაძე - ფრენბურთის კლუბ "ბათუმის" დირექტორი

#ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“

#დილის რადიოს სტუმარი: ქეთევან მანელიშვილი -ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარი ქორმაისტერი

#რუბრიკა „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ მსახიობს მედეა ჯაფარიძეს ეთმობა.. ბათუმი განსაკუთრებით უყვარდა და განსაკუთრებულადაც ეფერებოდა. აჭარის რადიოს მდიდარი ფონდიდან დღეს ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ- სიყვარულის ახსნის საოცარ ნიმუშს

#„ჯადოსნური სკივრი მუზეუმიდან“- ჯგუფური პროექტი, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის , 2024 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

#დილის რადიოს სტუმარი: პროექტის ხელმძღვანელი , ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი მეცნიერ -მუშაკი ნინო ძნელაძე 

#„გამომყევი აჭარაში“ – ამ მთავარი გზავნილით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მასშტაბური კამპანია დასრულდა. კამპანიის ფარგლებში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 240 მილიონს გადააჭარბა. გუშინ პროექტის გამარჯვებულები დაასახელეს  და დააჯილდოვეს.

#დილის რადიოს სტუმარი: ნათია კახიძე-პროექტის "გამომყევი აჭარაში" ერთ-ერთი გამარჯვებული    (სატელეფონო ჩართვა)

გადაცემის ბოლო ნაწილში კი . ტრადიციულად, კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება ამინდის უტყუარი პროგნოზით