დილის რადიო

17 ივლისი 2024, 10:24 263 ნახვა

დილის რადიო

17 ივლისი 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

17 ივლისი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეა. #17 ივლისს აღინიშნება ემოჯის მსოფლიო დღე. #დღეს 65 წელი გავიდა ბილი ჰოლიდეის-ჯაზის უდიდესი ვოკალისტის გარდაცვალებიდან  . 17 ივლისით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ~

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება დღეს ‘’დინამო’’ ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხიო მატჩში ‘’ლუდოგორეცს’’ უმასპინძლებს. როგორ აფასებენ პირველ მატჩს და როგორია მოლოდინები დღევანდელი შეხვედრისგან ?

#დილის რადიოს სტუმარი: გიორგი შუშაძე - ‘’დინამო’’ ბათუმის ფანკლუბის '' შავი ზღვის პირატების'' წევრი

#როგორ უნდა გაატაროს ბავშვმა საზაფხულო არდადეგები?--ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა “ პროფესია მშობელი“- რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი,ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი

# რაც დრო გადის ქუჩის ხელოვნება სულ უფრო პოპულარული ხდება მალე ბათუმს ახალი საინტერესო ნამუშევრები შეემატება

#დილის რადიოს სტუმარი : იოსებ ჯორბენაძე -ჯოზეფი ---ქუჩის მხატვარი

#რუბრიკა „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ვაჟა ფშაველას პოეზიას დაეთმობა. რამ შემქმნა ადამიანად -კითხულობს საქართველოს სახალხო არტისტი ეროსი მანჯგალაძე

# მოზარდთა თეატრალური სტუდია "დეფიციტი" წარმოგიდგენთ ზღაპარს ერთ მოქმედებად "რწყილი და ჭიანჭველა" პრემიერა გაიმართება 31 ივლისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სცენაზე

#დილის_რადიოს სტუმრები: ნათია ბლაგიძე-აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის განყოფილების უფროსი  და 

#პეტრე ჩარგეიშვილი-რეჟისორი , მოზარდთა თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი

ამინდის პროგნოზი