დილის რადიო

08 ივლისი 2024, 11:33 389 ნახვა

დილის რადიო

8 ივლისი , 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს 

8 ივლისით დათარიღებულ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე აჭარის საჭიდაო სკოლის ორი წარმომადგენელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე იასპარეზებენ. როგორი იყო გზა ოლიმპიურ ლიცენზიებამდე და როგორია მიზნები პარიზი 2024-ზე ?

#დილის რადიოს სტუმარი; ანზორ ლაზიშვილი - აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

#ტექნოლოგიების სამყაროში მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ჭკვიან მოწყობილობებსა და მანქანებზე. რობოტიკა ეს არის სფერო , რომელიც განაგრძობს წინსვლას, ჩვენ კი უნდა ველოდოთ უამრავ საინტერესო ტენდენციას და განვითარებას. რობოტიკას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’. #რუბრიკის სტუმარი: გიორგი გობაძე -"ათასწლეულის ინოვაციების" კონკურსის ფინალისტი

#დღეს მსოფლიო ალერგიის დღეს აღნიშნავს

#+დილის რადიოს სტუმარი ალერგოლოგ იმუნოლოგი დავით მამულაძე

#რუბრიკაში "რადიო აჭარის ოქროს ფონდი"  დღეს მწერალსა და პოეტს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, ფრიდონ ხალვაშს გავიხსენებთ , დღეს 14 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან . ფრიდონ ხალვაშის შემოქმედება იყო და არის სამშობლოსა და ქართული სიტყვის სიყვარულით გამთბარი. რადიო აჭარის ოქროს ფონდში დაცული არაერთი ჩანაწერიდან დღეს ფრიდონ ხალვაშის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ 

#მთის ფესტივალი

17, 19 და 21 ივლისს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ფერად, მზიან, ემოციებით სავსე, მუსიკალურ და მხიარულ ღონისძიებებს აანონსებს

#დილის რადიოს სტუმარი : გიორგი მურადიშვილი -ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი 

სპორტის სიახლეები 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება