დილის რადიო

04 ივლისი 2024, 10:48 2392 ნახვა

დილის რადიო

4 ივლისი 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს 

4 ივლისით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ წელს მეთექვსმეტედ გაიმართება .  ფილმების მიღება აპრილის თვეში დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება

#საფესტივალო სამზადისზე გვესაუბრება

#დილის რადიოს სტუმარი: ზურაბ დიასამიძე-ანიმაციის განვითარების ფონდის დირექტორი, ფესტივალის  „თოფუზი“ დამფუძნებელი

#  რა უნდა ვიცოდეთ  და გავითვალისწინოთ  ვარჯიშისას ზაფხულის ცხელ დღეებში --ამ თემას ეთმობა სოფო დარჩიას რუბრიკა  „რადიო რჩვევები“. #რუბრიკის სტუმარია ფიტნეს -ინსტრუქტორი ალინა აბუსელიძე 

#თვითნასწავლი  მხატვრების ნამუშევრების გამოფენა

#დილის რადიოს სტუმრები : ბათუმის  ნიკოლოზ  კანდელაკის  სახელობის სამხატვრო  სკოლის  დირექტორი, აჭარის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძე  და გუგა ხალვაში -გამოფენის მონაწილე

რუბრიკაში მუზრუმი ამერიკის ყველაზე ცნობილი სიმბოლოს- თავისუფლების ქანადების შესახებ მოგიყვებით 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის კონგრესის დადგენილების საფუძველზე, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა.  ყოველწლიურად 4 ივლისს  თავისუფლების ქანდაკებასთან არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ ტურისტებიც იკრიბებიან და თავისუფლებას ზეიმობენ. სპილენძის ქალღმერთის ქანდაკება ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 100 წლის თავის და ორი სახელმწიფოს მეგობრობის ნიშნად საფრანგეთმა აჩუქა. თავისუფლების ქალღმერთს მარჯვენა ხელში ჩირაღდანი, მარცხენაში კი აბრა უჭირავს წარწერით _ "1776 წლის 4 ივლისი".

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი