დილის რადიო

24 ივნისი 2024, 10:36 1336 ნახვა

დილის რადიო

24 ივნისი ,  2024 წელი 

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

#24 ივნისით დათარიღებულ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ 1935 წლის 24 ივნისს თბილისში, მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

#რუბრიკაში „მუზეუმი“მოგიყვებით პაბლო პიკასოს „გერნიკა:“-ს შესახებ, რომელიც შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული, დღეს ზუსტად 123 წელი გავიდა მას შემდეგ , რაც პარიზში გაიხსნა 19 წლის პაბლო პიკასოს პირველი გამოფენა. 2009 წლის 24 ივნისს კი გენიალური მხატვრის შემოქმედების ქართველ თაყვანისმცემლებს მიეცათ საშუალება პიკასოს ნამუშევრებს გაცნობოდნენ . გამოფენა მოეწყო სიღნაღში,, მოგვიანებით კი თბილისსა და ბათუმში .ეს იყო პიკასოს პირველი მოგზაურობა საქართველოში.

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში ჭაბუკთა და იუნიორთა შორის. ტურნირი K1-ის წესებით ჩატარდა. ტურნირში წარმატებით იასპარესეს ვაჟა თურმანიძის აკადემიის სპორტსმენებმა. როგორ ჩაიარა სპორტულმა ღონისძიებამ და როგორია სამომავლო გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმრები: ვაჟა თურმანიძე - აკადემიის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი ფრიდონ ჩხარტიშვილი და საბა წითელაძე - ტურნირის ჩემპიონები 

#პროფესიების მომავალი-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’.   #რუბრიკის სტუმარი: დავით ჩეჩელაშვილი; ანტერპრენერი, მეწარმე;

#რუბრიკაში“ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ზურაბ გორგილაძეს გავიხსენებთ . გუშინ სახალხო ზეიმი „ზურაბობა“ გაიმართა . ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავთან შეიკრიბნენ ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, მწერლები პოეტები,ხელოვანები და ახლობლები. ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელში - გორგაძეებში , პოეტის სახლ-მუზეუმში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უკვდავი პოეტური სტრიქონები, რომლებიც წლებია ქართული პოეზიის მარგალიტებად იქცა ბატონი ზურაბი რადიოს ხშირი სტუმარი იყო და ჩვენს ფონდში მისი ხმის არაერთი ჩანაწერი ინახება, ერთ-რთი მოვისმინოთ- ოჰოი ნანა 

#გახდი მოხალისე! ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ახალგაზრდებს იწვევს მოხალისეობრივი გამოცდილების დასაგროვებლად

#დილის რადიოს სტუმარი : გიორგი მურადიშვილი -ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი

სპორტი-ინფორმაციები

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება