იუსიფ დაესის აკუსტიკური დებიუტი

15 ივნისი 2024, 14:46 198 ნახვა

იუსიფ დაესის აკუსტიკური დებიუტი

2023 წელი ნაყოფიერი გამოდგა ჯაზის მუსიკისთვის. ბევრი შესამჩნევი ჩანაწერი გაკეთდა... ბევრი დებიუტიც შედგა, მაგრამ იუსიფ დაესის შესანიშნავი, 19 ტრეკისგან შემდგარი ალბომი Black Classical Music, შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის ერთ-ერთი ცალკე მდგომი, ამბიციური ნამუშევარია.