დილის რადიო

28 მაისი 2024, 10:51 699 ნახვა

დილის რადიო

28 მაისი 2024  წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი

28 მაისით დათარიღებული მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები 

#1987 წლის 28 მაისი და ჩრდილოგერმანელი მატიას რუსტის ისტორია- ამ თემას ეთმობა გიორგი_ლორიას რუბრიკა „Art-ფაილი“

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად კლასიკურ ფრენბურთში ქალთა და მამაკაცთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატები დასრულდა. ფრენბურთის კლუბის "ბათუმი'' მამაკაცთა გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია , ხოლო ''ბათუმის'' ქალთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორ აფასებენ კლუბის ასპარეზობას და როგორია სამომავლო გეგმები?

#დილის რადიოს სტუმარი ბადრი შამილაძე - ფრენბურთის კლუბ "ბათუმის" დირექტორი

#დღეს სამშაბათია და ტრადივიულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ რუბრიკის სტუმარი: შოთა ლამპარაძე -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი

#აჭარის განათლების, კულტურისა და პორტის სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების,“ პროგრამა

#დილის რადიოს სტუმარი: "უცხოეთში სტაჟირების“ პროგრამის კოორდინატორი ნინო ბერაძე.

#დღეს კოტე მარჯანიშვილის დაბადების დღეა რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან შემოგთავაზებთ ფრაგმენტს ლეგენდარული სპექტაკლისა "ურიელ აკოსტა". კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულ შედევრებში კარლ გუცკოვის ეს ნაწარმოები ერთ-ერთი უპირველესია. სპექტაკლი 1929 წელს ქუთაის-ბათუმის თეატრში დაიდგა. ლეგენდარულ, სპქტაკლში უდიდესი მსახიობები -უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე მონაწილეობდნენ. სწორედ ამ სპექტაკლის ფრაგმენტს მოისმენთ დილის რადიოს ეთერში

#"ფრანც კაფკას სამყაროში" ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დღეს ჩეხეთის ცენტრისა და აჭარის მუზეუმის ერთობლივი ფოტო-გამოფენა გაიხსნება

#დილის რადიოს სტუმრები თბილისში ჩეხეთის ცენტრის ხელმძღვანელი მიხაელა კრეიჩოვა და სამუზეუმო გაერთიანება აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძე

სპორტის სიახლეები-ინფორმაციები