ჯუნი რუსო & ფრანკო ბატიატო

17 მაისი 2024, 14:49 143 ნახვა

ჯუნი რუსო & ფრანკო ბატიატო

„აკოლადას“ დღევანდელ გადაცემაში მოგითხრობთ ორ შესანიშნავ სიცილიელ მუსიკოსზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ე.წ. „იტალიურ ესტრადას“. პირველ ნაწილი დაეთმობა უნიკალური ვოკალის მქონე ქალს Giuni Russo-ს, რომელსაც 5 ოქტავაში სიმღერა შეეძლო. ხოლო მეორე ნაწილში მოუსმენთ სახელგანთქმულ მომღერალს, კომპოზიტორს, კინორეჟისორსა და მხატვარს Franco Battiato-ს, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე იტალიური პოპ-კულტურის განვითარებაში.