# მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

20 მაისი 2024, 17:05 3871 ნახვა

# მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

# კონტაქტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აღენიშნება.

ისტორია მოწმობს, რომ ამ ადამიანთა სტიგმატიზაცია შორეული წარსულიდან იღებს სათავეს და ისინი საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებისთვის მიუღებელნი იყვნენ.

მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოდან დაიწყო მეცნიერულად სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკური ფორმების სისტემატიზაცია და მკურნალობა. მას შემდეგ მიდგომები მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

რა რეალობა გვაქვს დღეს და რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ-ამაზე დღევანდელი, 20 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ფსიქიატრი სერგო ცომაია.