დილის რადიო

17 მაისი 2024, 10:47 1282 ნახვა

დილის რადიო

17 მაისი 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი  

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი

#საქართველოში დღვანდელი დღე უქმეა.  მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. ეს დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება.  17 მაისით სხვა არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება , ამის შესახებ ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება # ბათუმელი ტაეკვონდოისტი ზურა კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ბელგრადში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ზურამ ფინალში გასვლა შეძლო და საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა. როგორ ჩაიარა ევროპის ჩემპიონატმა და როგორია ახალგაზრდა სპორტსმენის სამომავლო გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმარი: ზურა კინწურაშვილი - ტაეკვონდოისტი

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკა “მოკლე ისტორიები” დღეს ბათუმელ მხატვარს - ნინო გოგოლიშვილს დაეთმობა.

#18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

#დილის რადიოს სტუმარი : თეონა ზოიძე-აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი 

# განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში

#დილის რდიოს სტუმარი: ეკა პაატაშვილი-ჯანდაცვის საერთაშორისო კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

#აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,, არსიანი“ 18 მაისს ახალი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე

#დილის რადიოს სტუმრები: აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,, არსიანი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ახალი პროგრამის დამდგმელი ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თემურ ქორიძე.  #აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი“ ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი ჩხარტიშვილი.

#ამინდის პროგნოზი