#ანსამბლების „არსიანი“ და „იალონი“ მეგობრული საღამო ბათუმში

15 მარტი 2024, 17:03 4783 ნახვა

 #ანსამბლების „არსიანი“ და „იალონი“ მეგობრული საღამო ბათუმში

#კონტაქტი

16 მარტს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ და ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ „იალონის“ მეგობრული საღამო გაიმართება. დღევანდელი , 15 მარტის გადაცემა ამ თემას დაეთმო. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ნინო ნანეიშვილი-ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლის „იალონი“ ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი; გიორგი ჭანიშვილი- აჭარის სიმღერისა და ცეკვვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დირექტორი, საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარი, ბრწყინვალებისა და ტბელ აბუსერიძის მეორე ხარისხის ორდენების კავალერი.