# „კერკი“ -ქართული ნედლეულით დამზადებული მშრალი ხილის ბრენდი

13 მარტი 2024, 18:34 1792 ნახვა

# „კერკი“ -ქართული ნედლეულით დამზადებული მშრალი ხილის ბრენდი

#კონტაქტი

ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის პერიოდში ,2020 წელს, ქედის მუნიციპალიტეტში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობა დაიწყო და დაახლოებით წელიწადნახევარში ახალმა ქართულმა ბრენდმა "კერკი" მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პროდუქტი შესთავაზა.

როგორ გაჩნდა ქართული პროდუქტის წარმოების იდეა, რა ინვესტიციებით გახდა შესაძლებელი საწარმოს ამოქმედება , რამდენად მომგებიანია მშრალი ხილის საწარმოს ფუნქციონირება ადგილობრივი ფერმერებისთვის , რა განაპირობებს ადგილობრივ ბაზარზე „კერკი“-ს კონკურენტუნარიანობას, პროდუქტი გადის თუ არა ექსპორტზე -ამ და სხვა კითხვებს დღევანდელი, 13 მარტის გადაცემაში მართვის კომპანია GGM- ის დასავლეთ საქართველოს რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კომერციულმა დირექტორმა ესმა ხალვაშმა და მშრალი ხილის საწარმოს "კერკი" ხელმძღვანელმა თამარ გაბეჩავამ უპასუხეს.