დილის რადიო

25 დეკემბერი 2023, 11:57 1529 ნახვა

დილის რადიო

25  დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

25  დეკემბრით დათარიღებული საინტერესო ფაქტები და მოვლენები

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს . დღეს 46 წელი გავიდა ჩრლი ჩაპლინის გარდაცვალებიდან . 25 დეკემბრით სხვა არაერთი ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული 

სპორტის სიახლეებით ტრადიციულად სეო წილოსანი შემოგვიერთდება

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის,სადაც ბათუმელმა მოკრივეებმა წარმატებულად იასპარესეს და საერთო ჯამში 13 მედალი მოიპოვეს.

დილის რადიოს სტუმრები: გოჩა აბაშიძე - აჭარის კრივის ფედერაციის დამფუძნებელი ლუკა მაჭუტაძე - საქართველოს ჩემპიონი უფროსი ასაკის მოკრივეებს შორის

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს გაიმართება საფორტეპიანო და საორკესტრო მიმართულების სტუდენტთა კონცერტი

დილის რადიოს სტუმრები: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი ზურა ჯეგნარაძე და მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი გიორგი ბახტაძე

პიროტექნიკა და მისი თანამედროვე ალტერნატივები-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი’ რუბრიკის სტუმარი: ირაკლი მაჭარაშვილი, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის ორგანიზაციის, "საბუკოს" დირექტორი.

გადაცემის ტრადიციულ რუბრიკაში „ოქროს ფონდი“ დღეს საქართველოს სახალხო არტისტ იუსუფ კობალაძეს გავიხსენებთ.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერიამ წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვა, ნომინაციაში „წლის ხელოვანი“ გამარჯვებულია ვახტანგ გორდაძე-კომპოზიტორი, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჯაზ ბიგ-ბენდი წლის კოლექტივად დასახელდა დღეს ბატონი ვახტანგი სტუდიაში გვეწვევა

დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. საინტერესო საღამო გელოდებათ ევროპის მოედანზე

 ამინდი