17 ნოემბერი 2023, 17:53 1089 ნახვა

ცვლილებები, რომელიც ყველას ეხება | მთავარი ეკონომიკაში | 17.11.2023

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გამომუშავებული დამატებული ღირებულება, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 30%-ით, ხოლო აჭარაში 39%-ით გაიზარდა - რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მაჩვენებლებზე დასაბეგრი ზღვრის ₾100 000-დან ₾200 000-მდე გაზრდამ - კითხვებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე პასუხობს.

 2023 წლის იანვარ-სექტემბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატში შესული საჩივრების 64% კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული - რას შეცვლის ამ ტენდენციაში უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალაში მომავალი წლის 1 მარტიდან შედის - კითხვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი ნიკოლოზ პოპიაშვილი პასუხობს.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 17.3%-ით, ხოლო ხარჯები 20%-ით გაიზარდა - რატომ ხედავს იურისტების ნაწილი იმ ნორმის შეცვლის აუცილებლობას, რომელიც შემოსავლების ₾40 000-მდე გაზრდის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს - კითხვებს ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი პასუხობს.