20 ოქტომბერი 2023, 13:35 1457 ნახვა

ისრაელის მოვლენების გავლენა | მთავარი ეკონომიკაში | 20.10.2023

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საქართველოში ისრაელიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 37.5%-ით გაიზარდა - რა გავლენას იქონიებს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში ტურიზმის ინდუსტრიაზე საქართველოში - კითხვებს ტურიზმის ექსპერტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თემურ ზოიძე პასუხობს.

 მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ $24 მილიონს მიაღწია - როგორია ებრაელი ბიზნესმენების მოლოდინები და რა გეგმა აქვთ მათ შექმნილ ვითარებაში საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების შესანარჩუნებლად - კითხვებს ისრაელელი ბიზნესმენი მიშელ კაზა პასუხობს.

 2022 წელს ისრაელიდან საქართველოში $199 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი განხორციელდა - რა გავლენას იქონიებს მიმდინარე მოვლენები ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე ისრაელიდან - კითხვებს ისრაელელი ბიზნესმენი მენახემ ელაზარი პასუხობს.