დილის რადიო

29 სექტემბერი 2023, 10:41 2786 ნახვა

დილის რადიო

29 სექტემბერი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

29 სექტემბერი ისტორიაში- საინტერესო ფაქტები და მოვლენები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ხელოვნური ინტელექტი და საპიენსი -30 სექტემბერს , ახალგაზრდა დებიუტანტი მხატვრების ნამუშევრების გამოფება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტტში მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ ვიმოძრაოთ ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევის ლაბირინთში

დილის რადიოს სტუმარი : მათე კონჯარია -Findy Events-ის პროექტების მენეჯერი 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი დღეს მაყურებელს 145 -ე თეატრალური სეზონის გახსნაზე ეპატიჟება . 4 ოქტომბერს კი სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება „სახლი ღრუბლებში“ ასე ეწოდება კიდევ ერთ ახალ სპექტაკლს, რომელიც თეატრის რეპერტუარს შეემატება ‘ დღეს სწორედ ამ სპექტაკლზე ვისაუბრებთ

დილის რადიოს სტუმრები : პეტრე ჩარგეიშვილი -სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, რომელიც ტელეფონით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში   სტუდიაში კი მსახიობი ნოდარ ძიძიგური გვეწვევა 

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის პიერ ოგიუსტ რენუარის ნამუშევრის შესახებ სახელწოდებით ‘გასეირნება“

ლენა ჭაღალიძის რუბრიკა „მოკლე ისტორიები“ დღეს ბათუმის იმ იტალიურ ეზოს ეთმობა, რომელშიც რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა გადაიღო თავისი ბოლო ფილმი "ლოტო" - იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ 

 რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი - მორის ფონცხიშვილი 

ტურიზმის ოსკარად წოდებული World Travel Awards-ის დაჯილდოება წელს ბათუმში იმართება

დილის რადიოს სტუმარი : მიხეილ კოპლატაძე-აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე