#"არსიანის" სოლო კონცერტები#აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა 2032-24 სასწავლო წლისთვის სამ სპეციალობაზე მიღებას აცხადებს

02 ივნისი 2023, 17:34 4658 ნახვა

#"არსიანის" სოლო კონცერტები#აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა 2032-24 სასწავლო წლისთვის სამ სპეციალობაზე მიღებას აცხადებს

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 2 ივნისის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „არსიანი“. 5 ივნისს თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ,,არსიანის“ სოლო კონცერტი „საუკუნოვანი ისტორიით“ გაიმართება. თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ანსამბლის მრავალწლიანი შემოქმედების ამსახველი ფოტო-გამოფენა. 27 ივნისსა და 27 ივლისს „არსიანი “ კონცერტებს ბათუმში გამართავს.ასევე, დაგეგმილია გასტროლები უნგრეთსა და საბერძნეთში .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ‘’არსიანი’’ სამხატვრო ხელმძღვანელი , ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თემურ ქორიძე , ანსამბლის ორკესტრის ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი ნაგერვაძე და ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი , წამყვანი სოლისტი თემურ გოგიტიძე.

რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს იწვევს ქართული ქორეოგრაფიის, ხალხური მუსიკისა და ტრადიციული რეწვის შესასწავლად . ,ამ თემაზე ისაუბრა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილემ ნანული ნინიძემ.