დეივ ბრუბეკი - ელჩი "რკინის ფარდის" მიღმა

19 მაისი 2023, 11:25 2287 ნახვა

დეივ ბრუბეკი - ელჩი "რკინის ფარდის" მიღმა

დეივ ბრუბეკის კვარტეტის პოლონური ტურნე ამ ქვეყნისთვის და ზოგადად, ჯაზის მაცნეების კონცერტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი ეფექტით, როგორც იდეოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის. საინტერესოა, რომ საბჭოთა ცენზურის პირობებში პრესაც კი ვერ იკავებდა ემოციებს - მაგალითად პოლონური გაზეთი Glos Rabotniczy წერდა: ჩვენ აღვფრთოვანდით ნიჭით და სიმსუბუქით, ატმოსფეროთი, რომელსაც ქმნიდა ჯგუფი. კიდევ უფრო განგვაცვიფრა გულწრფელმა იმპროვიზაციამ, არასდროს გვსმენია ასეთი იმპროვიზაცია პოლონეთში.