კლიმატის ცვლილების პოლიტიკა საქართველოში.

08 მაისი 2023, 20:06 5314 ნახვა

კლიმატის ცვლილების პოლიტიკა საქართველოში.

ზოგადად კლიმატის გლობალური ცვლილება წარმოადგენს საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას. კვლევები ადასტურებს, რომ დედამიწის კლიმატი შეიცვალა და დიდი ალბათობით, ეს გამოწვეულია სათბურის აირების კონცენტრაციის მატებით ატმოსფეროს ქვედა ფენებში, რომელიც მეტწილად წიაღისეული საწვავის ინტენსიურ მოხმარებას უკავშირდება.

საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევებია: კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევის შემცირება, ქვეყნის საადაპტაციო პოტენციალის გაზრდა და გამჭვირვალე ანგარიშგების სისტემის განვითარება. კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნების განსახორციელებლად საქართველოში დაგეგმილია მრავალი მაღალბიუჯეტიანი პროექტი დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების მხარდაჭერით.

დღეს გადაცემის სტუმარია და შესამაბისად კითხვებზე გვპასუხობს, კახა მდივანი - კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მთავარი ტექნიკური მრჩეველი.