გატეხილი ყვავილები დონ ჟუანისგან

19 მარტი 2023, 11:07 3286 ნახვა

გატეხილი ყვავილები დონ ჟუანისგან

 

თუ ესპანელმა დრამატურგმა და ღვთისმეტყველმა ტირსო დე მოლინამ, დონ ჟუანი მარადიულ ლიტერატურულ არქეტიპად აქცია, უკვე შემდეგ, სხვადასხვა ავტორთან სხვადასხვა დონ ჟუანი ჩნდებოდა, გააჩნდა დროს და ამ დროისთვის დამხასიათებელ რელიგიურ, ფილოსოფიურ თუ მხატვრულ თავისებურებებს. მოლიერმა მას კომიკური სახე მისცა და მე-17 საუკუნის ფრანგულ რეალობას მოარგო, ჯარმუშის დონ ჟუანი, იგივე დონ ჯონსტონი შუახნის კრიზისში მყოფი, მარტოხელა და მარტოსული, გარეუბანში მცხოვრები ამერიკელია, რომელიც მთელი დღეები დივანზე ზის და ტელევიზორს უყურებს