ვოკალური ანსამბლი "ორნანო"

10 მარტი 2023, 17:16 5042 ნახვა

ვოკალური ანსამბლი "ორნანო"

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 10 მარტის გადაცემა ვოკალურ ანსამბლს „ორნანო“ დაეთმო. ანსამბლი 1969 წელს ფოლკლორისტ ალექსანდრე მსხალაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთგული რჩება იმ ტრადიციის, რასაც ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული და პოპულარიზაცია ჰქვია. ამჟამად ანსამბლში ექვსი წევრია.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დავით ბერიძე.