„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“

27 თებერვალი 2023, 17:45 5307 ნახვა

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“

# „კონტაქტი“

ორშაბათობით „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის , რომელსაც პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი აფინანსებს . პროექტს ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია . პროექტი ოთხ სამიზნე რეგიონს მოიცავს. ესენია :აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.აჭარაში პროექტის პარტნიორია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი .

დღევანდელი, 27 თებერვლის გადაცემაში აღნიშნული პროექტის მიზანზე, განხორციელებულ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.

თბილისიდან ტელეფონით გვერთვება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ხათუნა იოსელიანი.