ქართველი და უკრაინელი პოეტების ერთობლივი კრებული

24 თებერვალი 2023, 17:28 5281 ნახვა

ქართველი და უკრაინელი პოეტების ერთობლივი კრებული

# „კონტაქტი“

დღეს , 24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან. ომმა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეიწირა , მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია, დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურა მიწასთან გაასწორა.

უკრაინის მოქალაქეების შეუპოვრობამ და თავგანწირვამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი. მათ აჩვენეს დამოუკდებლობისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის მაგალითი.

დღეს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში სოლიდარობის აქცია იმართება, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა.

ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა გამოიცა ქართველი და უკრაინელი პოეტების ერთობლივი კრებული „მარიუპოლის თეატრის სარდაფში ყოფილხარ, ღმერთო!“ .

სწორედ ამ კრებულზე ვისაუბრეთ დღევანდელ გადაცემაში.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ თარგმანმცოდნე და მთარგმნელი , ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე და პოეტები გენრი დოლიძე და როინ აბუსელიძე.