19 თებერვალი 2023, 15:40 2019 ნახვა

სამშენებლო სტანდარტები აჭარაში

2022 წელს აჭარაში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 4.5%-ით გაიზარდა - რა გავლენას ახდენს სამშენებლო ტემპების დაჩქარება ხარისხზე და უზრუნველყოფს თუ არა მოქმედი რეგულაციები შენობა-ნაგებობების სეისმო-მდგრადობას - კითხვებს ბსუ ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე პასუხობს.

 2018 წლიდან სამშენებლო ბიზნესის ხარჯები მზარდია - როგორ აისახება ინფლაცია მშენებლობის ხარისხზე და რა მექანიზმებით აკონტროლებენ დეველოპერები პროექტის მოთხოვნების შესრულებას - კითხვებს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი პასუხობს.

 მშენებლების ნაწილი სამშენებლო კოდექსის გამკაცრების მიზანშეწონილობაზე საუბრობს - რა ხარვეზებია მოქმედ რეგულაციებში და ზრდის თუ არა რისკებს სამშენებლო ამნისტია - კითხვებს იურისტი დავით ჭყონია პასუხობს.