ბუბა

26 იანვარი 2023, 14:19 644 ნახვა

ბუბა

წარმოუდგენელი იქნებოდა, ჩვენს გადაცემაში არ გვესაუბრა ადამიანზე, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ფილმები, სადაც ის თამაშობდა, არაერთხელ მოხვედრილა ჩვენი გადაცემის რეკომენდაციებში და მერწმუნეთ, კიდევ არა ერთხელ მოხვდება. ბუბა კიკაბიძემ შესძლო შეექნმა საეკრანო სახე, რომელიც არა შაბლონური, არამედ იმდენად ორგანული, საღი და გულწრფელი იყო, რომ არავის  ეპარებოდა ეჭვი მისი გმირების სინამდვილეში. "არ დაიდარდო", "მიმინო", "ვერის უბნის მელოდიები", "შეხვედრა მთაში" და მრავალი სხვა, თითქმის საზეპირო ციტატების ზედმიწევნით ცოდნამდე დასული ფილმების სახე -  ვახტანგ /ბუბა/ კიკაბიძე. დიახ, მიმინოზე, მეფაიტონე სავლეზე და ვალიკო მიზანდარზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ კინობლოგში.