15 იანვარი 2023, 14:59 2042 ნახვა

ახალი რეგულაციები ბიზნესში

იანვრიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები წესდება - როგორ ხვდებიან რეფორმას ფარმაცევტული კომპანიები და რა მოლოდინებს ქმნის მექანიზმის ამოქმედება ბაზარზე - კითხვებს ფარმაცევტული კომპანია "ჰეკატე"-ს დამფუძნებელი ვლადიმერ მახარაძე პასუხობს.

 2023 წლიდან შიდა ბაზარზე სარეალიზაციო ალკოჰოლური სასმელების სერთიფიცირება სავალდებულო გახდა - ვის ეხება ახალი რეგულაცია და შეუქმნის თუ არა ის პრობლემებს საქმიანობაში საოჯახო მარნებსა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ მწარმოებლებს - კითხვებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა პასუხობს.

 მიმდინარე წლის 1 ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებული ხდება ჰასპის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს - ვის და რა მოთხოვნებს უყენებს ამჯერად რეგულაცია და რა გავლენა ექნება მცირე მეწარმეობაზე - კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ვასილ კვერნაძე პასუხობს.