ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმი

05 დეკემბერი 2022, 17:26 6238 ნახვა

ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმი

# „კონტაქტი“

ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმში , რომელიც ცოტა ხნის წინ ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე და ჭიბონის და დოლის ტრადიციის მატარებელი ოსტატ-შემსრულებლები ქედის მუნიციპალიტეტიდან - მურად და ისმაილ თავართქილაძეები .

სიმპოზიუმის მონაწილეებისთვის რამდენად საინტერესო იყო მოხსენება „მოტივ-ცენტრული შემსრულებლობა ჭიბონზე“ და ჭიბონისა და დოლის დამზადების ტრადიციული მეთოდები - ამაზე დღევანდელი, 5 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე.

ქედის მუნიციპალიტეტიდან ტელეფონით გვერთვება ტრადიციის მატარებელი ოსტატ-შემსრულებელი მურად თავართქილაძე.