13 ნოემბერი 2022, 15:11 2216 ნახვა

ახალი რეგულაციები ბიზნესში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ექიმთან მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა - რა გავლენას იქონიებს კლინიკების დაფინანსების ახალი წესი სამედიცინო სერვისების მისაწვდომობასა და ხარისხზე - კითხვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური პასუხობს.

 მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს უწყებაში 13 141 საჩივარი შევიდა - როგორ შეცვლის მომხმარებელთა უფლებრივ მდგომარეობას მომსახურების მიმწოდებელთა და მომხმარებელთა შორის წარმოშობილი დავების განხილვაში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ჩართვა - კითხვებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ შაიშმელაშვილი პასუხობს.

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა და 1 305 ლარს მიაღწია - იქონიებს თუ არა ანაზღაურებაზე გავლენას სამუშაო საათების აღრიცხვის ახალი ფორმების შემოღება - კითხვებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტმენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ აბუთიძე პასუხობს.