"ქართველი ემიგრანტების წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან"

07 ნოემბერი 2022, 17:48 6074 ნახვა

"ქართველი ემიგრანტების წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან"

# „კონტაქტი“

სტამბოლის ქართული სავანე საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე წარმოადგენდა ქართული კულტურისა და განათლების უმნიშვნელოვანეს კერას, საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობის თავშესაფარს, ეროვნული ძალების შემაკავშირებელ ცენტრს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, ემერიტუს-პროფესორ შუშანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, წლებია იკვლევს სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში დაცულ მნიშვნელოვან ისტორიულ მასალებს. მორიგი მივლინებიდან ინსტუტის მკვლევარები რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. დღევანდელი, 7 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ მიზნობრივ სამეცნიერო პროექტზე "ქართველი ემიგრანტების წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან" და მივლინების შედეგებზე.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ:როინ მალაყმაძე, ბსუს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი და ანა ბაგრატიონი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.