ჯანჯაფილი და კურკუმა-ალტერნატიული სასოფლო- სამეურნეო კულტურები
# „კონტაქტი“
ოთხშაბათობით „კონტაქტში“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემაზე ვსაუბრობთ.
ერთწლიანი და მრავალწლიანი ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა -გაშენება ადგილობრივი ფერმერებისა და აგრომეწარმეების საქმიანობის სფეროა.თუმცა, თანამედროვე ბაზარი პროდუქციის მრავალფეროვნებას ითხოვს და დღის წესრიგში ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების საკითხი დგას.როგორც პრაქტიკა აჩვენებს რეგიონის კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელია უხვმოსავლიანი ახალი კულტურების გასაშენებლად.
დღევანდელი, 19 ოქტომბრის გადაცემაში ალტერნატიულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე -ჯანჯაფილზე და კურკუმაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.
ტელეფონით გვერთვებოდა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის კონსულტანტი მამუკა თურმანიძე.