#სეზონური სკოლა ბსუ-ში#"ახალი თარგმნილი პიესა 2022"

27 ივნისი 2022, 17:20 6726 ნახვა

#სეზონური სკოლა ბსუ-ში#"ახალი თარგმნილი პიესა 2022"

# „კონტაქტი“

მალე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია როგორც ბსუ-ს, ისე საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს. განაცხადების მიღება 13 ივნისს დაიწყო. დეტალებზე, დღევანდელი, 27 ივნისის გადაცემის პირველ ნაწილში პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა , ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იყო პოეტი,პროზაიკოსი და მთარგმნელი ბადრი თევზაძე .ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების განვითარების ფონდის პროექტის „ახალი თარგმნილი პიესა 2022“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.