რობინ უილიამსი-იმპროვიზაციის დიდოსტატი
რობინ უილიამსის კომედიის სამყაროში ვოიაჟი, სთენდაფ კომედიით დაიწყო. ჟურნალ თაიმი-ს სტატიაში, სადაც რობინ უილიამსზე, როგორც სთენდაფ კომიკოსზეა საუბარი, კარგი ანალოგიაა გაკეთებული ჯაზ მუსიკოსებთან. ავტორი იმ დროის ერთ-ერთ ცნობილ სტენდაფერს ლუი არსმტრონგს ადარებს, მეორეს - ჩარლი პარკერს, რობინ უილიამსს კი სან რა-ს, კომპოზიტორს, რომელიც ამბობდა, რომ სატურნიდან გვეწვია - ვკითხულობთ ბრიტანულ გამოცემაში. ეს ანალოგია ავტორმა უილიამსის განსხვავებულობის საჩვენებლად გამოიყენა.