26 ივნისი 2022, 16:51 2785 ნახვა

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37.4%-ით გაიზარდა - ნიშნავს თუ არა ეს ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკის პროგრესს და მოსალოდნელია თუ არა ტენდენციის შენარჩუნება - კითხვებს ეკონომისტი ზეინაბ სურმანიძე პასუხობს.

 მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინა წლების იგივე პერიოდებთან შედარებით, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რეკორდულად, 733 მილიონი დოლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 709 მილიონ დოლარს მიაღწია - როგორ აისახება აღნიშნული ტენდენცია ქვეყნის შემოსავლებსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებელებზე და რა ალტერნატიული წყაროები გააჩია სახელმწიფოს დანაკლისის დასაბალანსებლად - კითხვებს სერთიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსი მიხეილ ნაკაშიძე პასუხობს.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ტვირთბრუნვაში სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის წილი გაიზარდა, ხოლო სამოქალაქო ავიაციისა შემცირდა - რა კავშირში შეიძლება იყოს აღნიშნული ტენდენცია რუსეთ-უკრაინის ომთან და საერთაშორისო სანქციებთან და როგორ შეიცვალა ლოჯისტიკური მიწოდების ჯაჭვები საქართველოსთვის, რეგიონში დაძაბულობის ფონზე - კითხვებს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხების ექსპერტი მამუკა ძნელაძე პასუხობს.