#საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი #აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა

30 მაისი 2022, 17:17 8354 ნახვა

#საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი #აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა

# „კონტაქტი“

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი „ განათლების საკითხებს ეთმობა.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება .

რომელ პროფესიულ პროგრამებზეა მიღება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს აპლიკანტმა -ამაზე დღევანდელი, 30 მაისის გადაცემის პირველ ნაწილში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა გოჩა გოგიტიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას , სადაც 2022-23 სასწავლო წლისთვის მიღება სამ სპეციალობაზე გამოცხადდა :ხალხური მუსიკა, ქორეოგრაფია და ხალხური რეწვა . „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე.