ქართული რადიოს დღე

23 მაისი 2022, 17:39 8785 ნახვა

ქართული რადიოს დღე

# „კონტაქტი“

23 მაისი ქართული რადიოს დღე და ამასთან აჭარის რადიოს დაბადების დღეა. აჭარის რადიო 92 წლის გახდა. იგი ყველაზე უხუცესი და ამასთან თანამედროვე რეგიონული რადიოა საქართველოში, რომელმაც განვითარების სხვადასხვა ეტაპი განვლო.

თავდაპირველად სამაუწყებლო დრო სამ საათს მოიცავდა: დილის 10-დან 11-მდე, საღამოს კი 5-დან 7 საათამდე.მზადდებოდა როგორც საინფორმაციო, ისე დარგობრივი გადაცემები.

1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა.

2001 წლიდან თანამგზავრული კავშირის მეშვეობით აჭარის რადიოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე FM 104, 5 - 24 საათიანია.

არაერთგზის გაკეთებული პროგნოზი, რომ ტელევიზიის ეპოქაში რადიოს გაუჭირდებოდა მსმენელის შენარჩუნება, არ გამართლდა. თანამედროვე მულტი-მედიური სისტემების განვითარების მიუხედავად,აჭარის რადიო ინარჩუნებს თავის ნიშას.

რადიოს ხიბლზე და მის როლზე დღევანდელი, 23 მაისის გადაცემაში აჭარის რადიოს ჟურნალისტებმა ნინო სადრაძემ, ირმა ჩხაიძემ და მაია მერკვილაძემ ისაუბრეს.