მუზეუმები ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინში

20 მაისი 2022, 17:09 8260 ნახვა

მუზეუმები ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინში

# "კონტაქტი"

პარასკეობით "კონტაქტი" ტურიზმის სფეროს გამოწვევებს ეთმობა. ვსაუბრობთ ტურისტულ მარშრუტებზე, სერვისებზე, რეგიონის პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე და ტურისტულ ობიექტებზე. ტურისტული ობიექტების ჩამონათვალშია მუზეუმი, სადაც ჩვენი ისტორიული წარსულისა და კულტურის ამსახველი მრავალსაუკუნოვანი მასალა ინახება. ზაფხულის პოსტკოვიდური ტურისტული სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება . როგორ ემზადებიან და რა მოლოდინები აქვთ ქობულეთის მუზეუმსა და სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში -ამაზე დღევანდელი, 20 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

"კონტაქტის" სტუმრები იყვნენ ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი რეზო ტაკიძე და სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი, ენათმეცნიერი იაშა თანდილავა.