ბსუ-ს პროფესიული პროგრამები

16 მაისი 2022, 17:06 9995 ნახვა

ბსუ-ს პროფესიული პროგრამები

#კონტაქტი

2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2022 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს ორასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მოქმედებს ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

დღევანდელი, 16 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე .

კონტაქტის სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე.