#საგაზაფხულო სამუშაოები #სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტში

30 მარტი 2022, 17:38 2973 ნახვა

#საგაზაფხულო სამუშაოები #სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტში

#კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.

დღევანდელი, 30 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ როდის დაიწყება ფერმერების საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროცესი , რამდენად ხელმისაწვდომი იქნება შუახევის საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილი ჩითილები მოსახლეობისთვის და რა კრიტერიუმებით შეირჩევა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ : აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე.