#დეპრესია და მასთან გამკლავების სტრატეგია #24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

22 მარტი 2022, 17:13 10068 ნახვა

#დეპრესია და მასთან გამკლავების სტრატეგია #24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

#კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“სამედიცინო თემებს ეთმობა.

განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქციაა ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს.

რა არის დეპრესია, რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ მასზე ეჭვი და როგორ გავუმკლავდეთ - ამაზე დღევანდელი, 22 მარტის გადაცემის პირველ ნაწილში ექიმმა -ნევროლოგმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შორენა ვაშაძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი ტუბერკულოზს დაეთმო. ახლოვდება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე . იგი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება. მიზანი დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ფთიზიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ცეცხლაძე.