27 თებერვალი 2022, 15:50 2978 ნახვა

გამოწვევები სახმელეთო ტრანსპორტის სექტორში

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის წლიური მაჩვენებელი 41.2%-ით გაიზარდა - რა გავლენას იქონიებს რუსული აგრესია უკრაინაში საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობაზე და კონკრეტულად სახმელეთო გადაზიდვებზე - სტუმარი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი დავით ქათამაძე.

 საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან მზარდი იყო - რა სირთულეებს განიცდიდნენ ამ პერიოდში რეზიდენტი გადამზიდავები - ექსპერტი ელიზბარ დარჩიაშვილი "სახმელეთო ტრანსპორტის ასოციაციის" კვლევის დეტალებზე.

 2021 წელს, საქართველომ, საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოყოფილი მეორე და მესამე ტიპის ნებართვების ლიმიტები მაქსიმალურად აითვისა - რატომ საუბრობენ რეზიდენტი გადამზიდავები დისკრიმინაციულ მიდგომაზე და როგორ სრულდება სექტორში ასოციორების შეთანხმებით ნაკისრი ევროდირექტივები - სტუმარი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი.