მონიკა ვიტი - „იტალიური კინოს დედოფალი"

06 თებერვალი 2022, 22:16 4284 ნახვა

მონიკა ვიტი - „იტალიური კინოს დედოფალი"

60-იანი წლების დასაწყისში, მთელი მსოფლიოს ყურადღება ევროპისკენაა მიმართული, სადაც რეჟისორების ახალი თაობა იმკვიდრებს ადგილს და ამკვიდრებს ახალ კინო ენას. ეს პროცესები ,განსაკუთრებით საფრანგეთსა და იტალიაში ვითარდება. ამ დროს შემოდის საერთაშორისო კინოსცენაზე მონიკა ვიტიც და უმალვე ყველას ყურადღებას მიიპყრო.