“აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად”

30 იანვარი 2022, 15:19 4164 ნახვა

“აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად”

ისაია ბერლინის წერილში, რომელშიც შოსტაკოვიჩის ოქსფორდში ვიზიტზე წერს, ერთი ძალიან მრავლისმეტყველი პასაჟია, რომელიც კარგად აჩვენებს დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნამდვილ სახეს.  იმ პიროვნებას, რომელიც მასში  სისტემამ ვერ დაჩრდილა: ეს კონტრასტი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ის როიალს მიუჯდა: სახე შეეცვალა, შიში და დეპრესია უკვალოდ გაქრა, მათ ნაცვლად კი სასიამოვნო მღელვარება და შთაგონება მოვიდა. ვფიქრობდი, სწორედ ,ასე გამოიყურებოდნენ მე-19 საუკუნის უდიდესი კომპოზიტორები"