ბსუ-რეალობა და პერსპექტივები

24 იანვარი 2022, 17:18 15359 ნახვა

ბსუ-რეალობა და პერსპექტივები

# კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი „ განათლების საკითხებს ეთმობა.

24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 2018 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. განათლების საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია: „ვცვლით კურსს, ვახდენთ განათლების ტრანსფორმაციას!“. მიზანი: ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლების სისტემაში მომხდარი ცვლილებების გარკვევა და ახალი ინოვაციური მეთოდების მოძიებაა.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია. თუმცა , კოვიდ-პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლებლის ცხოვრების რიტმი და დღის წესრიგში ახალი გამოწვევები დააყენა.

დღევანდელი, 24 იანვრის გადაცემაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ რეალობასა და პერსპექტივებზე, რექტორმა მერაბ ხალვაშმა ისაუბრა .